უფროსკლასელი ბარლბი ბი გეინსი ეს-ესაა მიიღებს მერვე კოლეჯიდან უარს , სადაც მას სწავლის გაგრძელება სურს. ეს კი მისს მშობლებს ნამდვილად არ მოეწონებათ . მაგრამ ის მარტო არაა, მისი რამოდენიმე მეგობარიც მსგავს სიტუაციაშია...
თამბაქოს მწარმოებელი დიდი კომპანიის თანამშრომლის ისტორია, რომლის სამუშაო თამბაქოს წევის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ანტინიკოტინურ განწყობასთან ბრძოლაა.
პირველკურსელ მეთიუს უცნაური ისტორია გადახდა თავს. ელექტროენერგიის უეცარი გათიშვის გამო, მან მთელი ღამე ლიფტში გაატარა, თავისი აზრით იდეალურ ქალთან ერთად, რომლის სახეც, სიბნელეში ვერ დაინახა. დილას კი "ის" დენის მოსვლასთან ერთად გაუჩინარდა... მეთიუმ მხოლოდ ის იცის, რომ მისი ოცნების ქალი საერთოსაცხოვრებლის ქალთა განყოფილებაში ცხოვრობს, სადაც კიდევ 100 ქალია. მის წინაშე მეტად რთული ამოცანა დგას, იპოვოს ის ერთადერთი და განუმეორებელი...